ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინგლისურ ტელევიზიასთან „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა და მას საშინელება უწოდა.
„ეს საშინელება იყო, მათ ნამდვილად ძალიან ცუდად ითამაშეს. მათ ასევე გაუმართლათ, რომ შინ სტუმრად გატანილი გოლით დაბრუნდნენ. „პორტუმ“ ბრწყინვალედ დაიწყო ორივე ტაიმი და კაპიტალურად გამოიყენა „იუვეს“ შეცდომები. თამაში ისე დაიწყეს, რომ „იუვეს“ შეცდომების დაშვება აიძულეს“, – თქვა ფერდინანდმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „პორტუს“ საპასუხო შეხვედრაში 9 მარტს დაუპირისპირდება.