„იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი მოიზე კინი შესანიშნავ ფორმაშია და „პარი სენ ჟერმენის“ საოცარი შეტევის მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეულია. მისმა ძმამ ჯოვანი კინმა Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და „იუვენტუსიდან“ წასვლის თაობაზე ილაპარაკა.
„ვფიქრობ, რომ „იუვენტუსს“ არასდროს სურდა მისი გაშვება. საქმე ფულს არ ეხებოდა. ის ახალი მწვრთნელის (მაურიციო სარი) გამო გაუშვეს. ალეგრი რომ დარჩენილიყო, მოიზეს არასდროს გაყიდდნენ.
რა თქმა უნდა, მას „იუვეში“ ბევრი პრობლემა არ ექნებოდა. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბზე და დიდი კონკურენცია იქნებოდა. დიბალა, რონალდუ, მორატა… მაგრამ პსჟ-ს შეტევაშიც არიან ვარსკვლავები. მაგალითად, იკარდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, მაგრამ მასზე ხშირად მოიზე თამაშობს. თუ ვინმე ძლიერია, ის ყველგან ითამაშებს“, – თქვა კინის ძმამ.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია იჯარით „ვერონაში“ (2017-2018 წლების სეზონში) და 20 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. 2018-2019 წლების სეზონი კინმა „იუვეში“ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაატარა (სერია A-ში 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა), მაგრამ მაურიციო სარის გუნდში მისვლის შემდეგ ის „ევერტონში“ გაყიდეს, სადაც 37 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და ინგლსიელებმა ამ სეზონის წინ პსჟ-ში გაანათხოვრეს, სადაც დიდი კონკურენციის მიუხედავად იტალიელმაუკვე მოასწრო 25 მატჩში 14 გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის იტალიელი შემტევის გარდა , მაურიციო სარიმ ისეთ ფეხბურთელებზე თქვა უარი, როგორებიც ემრე ჯანი, მარიო მანჯუკიჩი და ჟოაო კანსელო არიან.