ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა უახლოეს ხანებში ახალი გენერალური დირექტორი დაინიშნოს. როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ჯუზეპე მაროტას წასვლით გამოთავისუფლებულ ადგილს ფერარის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაურიციო არივაბენე შეავსებს.
61 წლის არივაბენე „იუვეში“ ადრეც იყო და გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტს იკავებდა. საინტერესოა ის ფერარიდან გუშინ დაითხოვეს და როგორც ავტორიტეტული გამოცემა წერს, ანდრეა ანიელის უკვე შეხვდა.
შედეგად, თუ არივაბენ გენერალური დირექტორის პოსტს ჩაიბარებს, ფაბიო პარატიჩი ისევ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დარჩება.