„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთლმა ფელიპე მელომ ჯორჯო კიელინის არათეკური უწოდა. ამ ფეხბურთელებს შორის ცუდი ურთიერთობაა და კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში ბრაზილიელს დამპალი ვაშლი უწოდა.
სამხრეთამერიკელმა ამჯერად კიელინის შესახებ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„ის „იუვენტუსის“ დროშაა, სამწუხაროდ ყოველთვის ცუდადაა და სტაბილურად ვეღარ თამაშობს. ფეხბურთში რაც გასახდელში ხდება, იქ რჩება. მის თანაგუნდელებს, ეროვნულ გუნდსა და კლუბში უნდა ეშინოდეთ და მისი ნდობა არ შეიძლება. თუ უკვე ისაუბრა ეროვნულ ნაკრებში ის თანაგუნდელზე (მარიო ბალოტელიზე – ავტ), იქნებ, ხვალ იმაზე ისაუბროს, ვისთანაც დღეს თამაშობს.
ბრაზილიაში ამას ეთიკას ვეძახით და თუ მას ეს არ გააჩნია, მისი პრობლემაა. მე ეთიკა მაქვს და ამიტომ, მასზე ცუდად არ ვლაპარაკობ. ფაქტობრივად ვგულშემატკივრობ, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჯილდოს მოიგებს, რომელიც არ აქვს. მაგრამ მე ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ცუდად ვისაუბრო იმ ადამიანზე, ვინც ჩემთან თამაშობდა. ეს ეთიკის საკითხია. რას აღარ გავაკეთებდი? ყველაფერი, რაც არასწორად გავაკეთე, ჩემთვის სკოლა იყო, მაგრამ, არ ვიცი, ალბათ კიელინის ვახშამს აღარ შევთავაზებდი“, – განაცხადა ფელიპე მელომ.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელო „იუვენტუსში“ 2009-2011 წლებში თამაშობდა და 78 მატჩში 4 გოლი გაიტანა.