ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება. დღეს კონტინასას ბაზაზე მორიგი ვარჯიში გაიმართა.
კარგი სიახლეა ვესტონ მაკკენისა და ფედერიკო კიეზას თაობაზე. ორივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და კვირას თამაშს მოახერხებენ.
გარდა ამისა, ტურინელები ხუან კუადრადოდასა და ალექს სანდროს ტესტირების პასუხებს ელოდებიან და ის უარყოფითი იქნება, „ინტერთან“ შეხვედრისთვის ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.