„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი Tuttosport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „დიდ იტალიურ დერბიში“ მისი შვილების დაპირისპირება შედგება.
„ჩემი ბევრი ფეხბურთელი მწვრთნელი გახდა და ეს მეამაყება. თუმცა, ნიშნავს, რომ დავბერდი… 2006 წლის იტალიის ნაკრების 23 ფეხბურთელიდან 14 მწვრთნელია, ასევე არიან ზიდანი, დეშამი, პაულო სოუზა, მონტერო. ჩემს თავს გუნდთან ურთიერთობის თვალსაზრისით გატუზო მაგონებს. მან იცის თავისი გუნდების ორგანიზება და მართვა.
პირლო კონტეს წინააღმდეგ? ისინი ძალიან ჭკვიანი ბიჭები არიან, რომლებიც ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც მათ გარშემო ხდება, როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებში. ორივეს ესმის ფეხბურთი, ამის ახსნა და სწავლა შეუძლებელია. ეს ჩემი შვილების დერბია (იღიმის).
ანიელები ყოველთვის აღმოაჩენდნენ დიდ ფიგურებს და ანდრეა ასეთია. ბუფონს წინ მენეჯერის დიდი კარიერა ელოდება, მაგრამ მას თამაში ჯერ კიდვ სიამოვნებს. „ინტერთან“ თამაში? ეს გადამწყვეტი მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე იქნება. რა არის ამ გუნდების მთავარი ნაკლი? ალბათ, ორივე გუნდი ძალიან დამოკიდებულნი არიან ერთ ადამიანზე, ერთი ლუკაკუზე და მეორე რონალდუზე“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.