ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-19 ტურში „რომა“ 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს და სტატისტიკურ მონაცემს აღნიშნული მატჩის შემდეგ.
2 – „რომას“ საწყის 10 წუთში 2 გოლი 2012 წლის აპრილის შემდეგ არ გაუშვია სერია A-ში. მაშინაც, ამის გაკეთება სწორედ „იუვენტუსმა“ მოახერხა. მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის გუნდებს სამი ქულა ენიჭებათ, „რომამ“ საკუთარ მოედანზე 2 გოლი საწყის 10 წუთში პირველად გაუშვა.
2 – 2016 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ („სამპდორიასთან“ თამაში) „იუვეს“ საწყის 10 წუთში ორი გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეს სერია გუშინ დაასრულა.
1 – პირველად მიმდინარე სეზონში „იუვეს“ კარის მიმართულებით 20-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა (22 ჯამში).
1 – მერიჰ დემირალმა სერია A-ში მესამე გოლი გაიტანა, მაგრამ „იუვეში“ პირველი. მერიჰი გახდა პირველი თურქი ფეხბურთელი, რომელმაც „იუვენტუსის“ მაისურით თავი გამოიჩინა. მხოლოდ კუმბულა და დე ლიხტი არიან უფრო ახალგაზრდა მცველები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში გოლი გაიტანეს.
6 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ექვსივე პენალტი გაიტანა (5 რონალდუმ, 1 დიბალამ).
14 – რონალდუმ 19 ტურში 14 გოლი გაიტანა და ზუსტად იგივე შედეგი ჰქონდა გასულ სეზონში 19 ტურის შმედეგ. „იუვენტუსის“ ისტორიაში აქამდე ერთადერთ ფეხბურთელს ჰქონდა 19 ტურში 14 გოლი ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში – ჯონ ჰანსენს (1951, 1952, 1953 წლებში).
6 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში მეექვსე პენალტი გაუშვა. ამაზე მეტი პენალტი მხოლოდ „კალიარის“, „ლეჩეს“, „უდინეზესა“ და „ჯენოას“ კარის მიმართულებით შესრულდა.
18 – დიეგო პეროტიმ სერია A-ში პენალტი მეოცედ შეასრულა და მე-18-ედ ზუსტად.