ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მერიჰ დემირალმა „რომასთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ტივტერში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე იყო. თურქ ქომაგებს კი, დაპირდა – შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
„გუშინ მიღებული სამწუხარო ტრავმის შემდეგ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. მე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვიყავი. ევროპის ჩემპიონატზე შევხვდებით“, – დაწერა დემირალმა.
შეგახსენებთ, რომ დემირალმა „იუვენტუსის“ რიგებში სერიოზულ ტრავმამდე 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში თურქი მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.