ტურინის „იუვენტუსს“ მატია დე შილიოც გამოაკლდა. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მატიას არ უთამაშია, ტრავმა მაინც მიიღო.
დე შილიოს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება და ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ალექს სანდროს იტალიის თასზეც მოუწევს თამაში და ისევ ვერ დაისვენებს.
„იუვენტუსი“ კოპა იტალიაზე 15 იანვარს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.