ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირდნენ.
300 – აარონ რემზის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე გატანილი გოლი არ ითვლება) „იუვენტუსისთვის“ მე-300 გამოდგა. „იუვე“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
1 – აარონ რემზი პირველი ბრიტანელია, ვინც „იუვენტუსში“ გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე.
2008 -„იუვენტუსი“ მერვედფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.
1 – დუგლას კოშტამ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მაისურით პირველად გაიტანა. ბოლოს ამ ტურნირზე გოლი 2017 წლის მარტში „ბაიერნი“ – „არსენალის“ მატჩში ჰქონდა გატანილი.
4 – აარონ რემზის გოლი ყველაზე სწრაფია ჩემპიონთა ლიგაზე „იუვესთვის“ მას შემდეგ, რაც მარიო მანჯუკიჩმა 2018 წლის აპრილში „რეალს“ გაუტანა.
2 – ალექსეი მირანჩუკი პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც „იუვეს“ ჯგუფურ ეტაპზე გოლი ორივე თამაშში გაუტანა. ბოლოს ასეთი მიღწევით კრიშტიანუ რონალდუ „რეალის“ რიგებში გამოირჩა 2013-2014 წლების სეზონში.
2 – დუგლას კოშტა („შახტარი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“) ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა ცვლილებაზე შესულმა სამი სხვადასხვა გუნდის რიგებში მოახერხა. მანამდე იგივე ანდრე შურლეს მოეხერხებინა („ჩელსი“, „ვოლფსბურგი“, „დორტმუნდი“).