მთავარი / სიახლეები / “ლოკომოტივი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ლოკომოტივი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივი“ (2:1) დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 5.5 – მირანჩუკის გოლის დროს, როდესაც შემტევმა პირველად დაარტყა ზედმეტად ნელი მოძრაობა გააკეთა. კრიხოვიაკის ეპიზოდის დროს კარიდან დროულად გამოვიდა, მაგრამ გუნდის გადარჩენა საბოლოოდ ბონუჩის მოუწია.

დანილო 5.5 – ჟოაო მარიოსთან დუელი წააგო. მისი ზონიდან „იუვენტუსის“ კართან ყოველთვის ხიფათი იქმნებოდა.

ბონუჩი 6 – მირანჩუკმა გოლის მომენტში დაასწრო და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, 77-ე წუთზე ჟოაო მარიოს დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

რუგანი 5 – მაურიციო სარიმ მერიჰ დემირალს ამჯობინა, მაგრამ გამოჩნდა, რომ დანიეე ფორმაში არაა.

ალექს სანდრო 6.5 – „იუვენტუსის“ დაცვაში საუკეთესო იყო, მარცხენა ფლანგი პრაქტიკულად დახურული ჰქონდა.

ხედირა 6.5 – მატჩის საწყის წუთებში გამორჩეული იყო, ბალანსს აძლევდა შეტევას და ნახევარდაცვას. შემდეგ იგუაინს დიდებული პასი გაუკეთა და გილერმემ გუნდი გადაარჩინა.

დუგლას კოშტა 7 – თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გერმანელი დუგლას კოშტამ შეცვალა. ბრაზილიელი თავიდანვე აქტიურობდა, მაგრამ ბოლოს საოცრება ჩაიდინა, 5 მცველი მოატყუა, იგუაინთან კარგი კედელი გაითამაშა და „იუვე“ მერვედფინალში გაიყვანა.

პიანიჩი 6 – პირველ ტაიმში გაუჭირდა, რიტმი დაბალი იყო, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ერთი-ორი შეხებით ეთამასა.

რაბიო 5.5 – ორმაგ ფაზაში სირთულეები შეექმნა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თამაში გამოასწორა.

რემზი 6.5 – პირველი გოლი პრაქტიკულად „მოიპარა“, მაგრამ ეს იყო სიგნალი დიდი მზადყოფნის.

ბენტანკური 6 – თავიდან გამთამაშებლად დაიწყო, შემდეგ საყრდენ ზონაში გადაინაცვლა, გუნდ მეტი რიტმი შესძინა.

იგუაინი 7 – პირველ ტაიმში შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა. შემდეგ ბევრს მუშაობდა, რაც ბოლოს დუგლას კოშტასთვის შესანიშნავი პასით დააგვირგვინა.

რონალდუ 5 – ანგარიში რემზიმ გახსნა, მაგრამ ეს უფრო რონალდუს და „ლოკომოტივის“ მეკარის, გილერმეს დამსახურება იყო. რეალობაში მისი საღამო არ ყოფილა. ორჯერ დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა და დანარჩენ დროში ინერტული გახლდათ.

დიბალა შ.გ – პაულომ მხოლოდ 9 წუთი ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …