მთავარი / სიახლეები / ფაბიო პარატიჩი სუარესის საქმეზე ეჭვმიტანილია

ფაბიო პარატიჩი სუარესის საქმეზე ეჭვმიტანილია

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფაბიო პარატიჩი ლუის სუარესის იტალიური ენის გამოცდის საქმეზე ეჭვმიტანილთა სიაშია.

ამჟამად, პარატიჩის პროკურატურისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ედავებიან. ტურინული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან პარატიჩის უდანაშაულობაში და ამას გამოძიებაც დაადგენს.

„ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ დარმუნებულნი ვართ პარატიჩის მუშაობის სისწორეში. მიმდინარე გამოძიება ხელს შეუწყობს მისი უდანაშაულობის დადგენას უმოკეს ვადაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ მენეჯერს სუარესის გამოცდის გაყალბების მომზადებაში ადანშაულებენ. ჯერჯერობით რა სანქცია დაეკისრება კონკურეტულად კლუბს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უცნობია, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, თუ ბრალდება დამძიმდება, ქვედა ლიგაში დაქვეითებაც არ იქნება გამორიცხული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …