იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. „ფანტანტონიოს“ განცხადებით, რონალდუ „იუვესთვის“ პრობლემაა, ხოლო დიბალა ჩემპიონი არ არის და მას დასამტკიცებელი ბევრი აქვს.
„იუვეს“ რონალდუ არ სჭირდება სკუდეტოს მოსაგებად, ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდეს, მაგრამ წარმატებას ჯერ კიდევ ვერ მიაღიწეს. ჩემი აზრით, ის ბევრი მთავარი მწვრთნელისთვის პრობლემაა ტაქტიკურად. მართალია, რომ როდესაც გუნდში გყავს ყველა თამაშს 1:0-დან იწყებ, მაგრამ ის მხოლოდ გოლებისთვის ცხოვრობს, არ არის მესის მსგავსი მოთამაშე, ვინც გუნდისთვის ითამაშებს. რონალდუს, ლევანდოვკისა და ბენზემას შორის ბოლო ორს ვირჩევ გუნდური ფეხბურთისთვის. მას გააქვს 30-40 გოლი, მაგრამ გუნდისთვის არ მუშაობს. სარის პრობლემები ამიტომ ჰქონდა, ის არ თამაშებდა რგოლებს შორის, მხოლოდ კართან თამაშობდა.
დიბალა შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთი ჩემპიონი არ არის, როგორც „იუვენტუსში“ ამბობენ. თუ მთავარი მოთამაშე ხარ, უნდა მოიგო თამაშები,ტიტულები, თასები. მას ყველა მწვრთნელთან ჰქონდა პრობლემები თამაშთან დაკავშირებით. თუ ის ფენომენია, მწვრთნელები მნიშვნელოვნად რატო არ თვლიან? ის არ არის ჩვეულებრივი მოთამაშე, მაგრამ არც ჩემპიონია. 3-4 წლის განმავლობაში „იუვენტუსში“ არასდროს ჰქონია ძირითადში ადგილი გარანტირებული. ნახეთ, იმობილემ ისეთ ჩვეულებრივ გუნდში, როგორიც „ლაციოა“ 120 გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, მასზე უფრო ძლიერი ილიჩიჩია, რომელიც პატარა გუნდში თამაშობს. ლაუტარო როცა იტალიაში ჩამოვიდა სხვა ტიპის მოთამაშე იყო, მაგრამ მაშინვე ძირითადი წევრი გახდა, დარბის, ლიდერობს, გოლებს იტანს, ყველაფერს აკეთებს. დიბალა ზღაპრულ გუნდში თამაშობს, მაგრამ ყველასთან ათასი პრობლემა აქვს. თუ მას კონტრაქტის განახლება სურს, უნდა დაამტკიცოს, რომ თამაშებში გარდატეხის შეტანა შეუძლია, ოღონდ არა იტალიაში“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო პაულო დიბალას ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია და მის შესახებ სკეპტიკური განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია.