ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ტურინული დერბის წინ JTV-სთა კომენტარი გააკეთა. პირლომ „დერბი დელა მოლეს“ მნიშვნელობაზე და ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
„დერბი მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის. გამიმართლა, რომ ამ დერბიში ვითამაშე, გავიმარჯვე და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გავიტანე. ჩემთვის ეს წარუშლელი მოგონებებია და ეს თამაში ყოველთვის კარგი გამოწვევაა, რადგან ბევრ ემოციას შეიცავს. ვიმედოვნებთ, რომ შესანიშნავად ვითამაშებთ.
თამაშს კარგად ვხვდებით, ბოლო მატჩის შემდეგ ძალების აღდგენაზე ვმუშაობთ. ამისთვი დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ მენტალურად ვემზადებით, რომ მნიშვნელოვანი თამაში ჩავატაროთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.
„ტორინო“ კარგი გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. მათ შეცვალეს თამაშის მეთოდი, მაგრამ აქტიურ ფეხბურთს ისევ თამაშობენ. ადვილი არ იქნება, არა მხოლოდ იმოტომ, რომ დერბია, არამედ იმიტომ, რომ მაღალი დონის მეტოქე გვყავს.
ჩემი გადამწყვეტი გოლი დერბიში ბოლო წუთზე? 10 კაცით ვიყავით და რამდენიმე წამი რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე. ამაღელვებელი მომენტი იყო, ასეთ დროს და ასეთი გოლით საჯარიმოს გარედან.
მორატას დანაკლისი? ვეცდებით, რომ საჯარიმო სხვა ფეხბურთელებით შევავსოთ. ალვაროსთან ერთად უფრო ადვილია, მაგრამ ვეცდებით საჯარიმოს გარეთ მოძრავი ფეხბურთელებით შევავსოთ საჯარიმო მოედანი. ეს მთავარია, რადგან გოლები სწორედ ასე გადის.
კიეზას ბევრ რამეს ვთხოვ, მაგრამ ის კარგად მუშაობს. ძალიან კარგი ბიჭია და შესანიშნავი ფეხბურთელია. „ფიორენტინადან“ „იუვეში“ მოხვედრა ადვილი არ არის, ადრე ბევრი დაპირისპირება იყო და მასზე დიდი ზეწოლა გახლდათ. გარკვეული დრო დასჭირდა ადაპტაციისთვის, მაგრამ იზრდება.
დრაგუსინი? „იუვეს“ მეორე გუნდი მხოლოდ იმისთვის ჰყავს, რომ პირველმა გუნდმა შევსება მიიღოს. კლუბმა გააკეთა არჩევანი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები აღზარდოს და ასე მწვრთნელისთვის უფრო ადვილია ვინმეს მთავარ გუნდში ჩართვა. დრაგუსინი ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით მომატება შეუძლია. ბევრ ჩემპიონთან ვარჯიშით ამის შესაძლებლობა ექნება.
ალექს სანდრო? მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „დინამოსთან“, უკეთ ითამაშა, ვიდრე „ფერენცვაროშთან“. საუკეთესო ფორმაში უნდა შევიდეს, მაგრამ გარკვეული დრო დასჭირდება. ორთვენახევრის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნება მარტივი არადროსაა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 5 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.