მთავარი / სიახლეები / რა საფრთხე ემუქრება “იუვეს” სუარესის საქმის გამო

რა საფრთხე ემუქრება “იუვეს” სუარესის საქმის გამო

ლუის სუარესის იტალიური ენის გამოცდაზე მიმდინარე გამოძიებასთან „იუვენტუსის“ სახელიც დაკავშირებულია. ეჭვმიტანილთა შორის გუნდის პსორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და ორი ადვოკატია. თუმცა, ისინი არა გაყალბებული გამოცდის მოწყობაში, არამედ პროკურატურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში არიან ბრალდებულნი.

ახლა ყველაზე საინტერესოა, რა საფრთხე ემუქრება კლუბს. კორუფციის გზით იტალიის მოქალაქეობას მიღების მცდელობა, რა თქმა უნდა სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დაზუსტებით სანქციაზე საუბარი ძნელია.

ნათელია, რომ ყველაფერი დანაშაულის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული, ხოლო სანქცია მდგომარეობს როგორც პატარა ჯარიმაში ან კონკრეტული პირების რამდენიმეთვიან დისკვალიფიკაციაში, ისე უკიდურეს შემთხვევაში კლუბის ქვედა ლიგაში გაგდებაში.

იტალიური მედიის ცნობით, რომლებიც ინფორმაციას ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებენ, ამ დროისთვის „იუვეს“ განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება, რადგან ფეხბურთელი, რომლის გამოც სკანდალია, რეალურად მას არასდროს გამოუყენებია და შემადგენლობაში არ ჰყავს. ანუ, საქმიდან მას არანაირი სარგებელი არ მიუღია. გარდა ამისა, კლუბმა სუარესის გამოცდამდე 2 კვირით ადრე ფეხბურთელს აცნობა (ასევე პრესას), მისი ტრანსფერით დაინტერესებული აღარ იყო, რადგან არ ესწრებოდა შესაბამისი პროცედურების გატარება. შესაძლო სანქციებში ასევე განიხილება ტრანსფერებზე ბანის დადება ორი სატრანფსერო ფანჯრის პერიოდში.

რეალურად, დღევანდელი მონაცემებით, კლუბი დიდი საშიშროების წინაშე ნამდვილად არ დგას, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს.

იტალიაში პასპორტის აღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები 2001 წელს შევიდა. მაშინ ზუსტად იგივე სკანდალში მილანის „ინტერი“ იყო გახვეული, რომელმაც ასევე ურუგვაელი ფეხბურთელის, ალვარო რეკობას პასპორტი გააყალბა, მაგრამ „ნერაძური“ ამის გამო დაუსჯელი დარჩა…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …