მთავარი / სიახლეები / ესტიგარიბია: “კიელინის სიტყვები უცნაურია, ვიდალი ალკოჰოლიკი არაა”

ესტიგარიბია: “კიელინის სიტყვები უცნაურია, ვიდალი ალკოჰოლიკი არაა”

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მარსელო ესტიგარიბია ჯორჯო კიელინის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით არტურო ვიდალი ალკოჰოლის დიდი მოყვარულია. პარაგვაელი კიელინის ამ განცხადებამ გააკვირვა.

„ჯორჯოს სიტყვებით გაოცებული ვარ, არტუროს კარგად ვიცნობ და ის ალკოჰოლიკი არაა. კარგად მახსოვს ის პერიოდი, რომელიც „იუვეში“ ერთად გავატარეთ. როდესაც გარეთ გავდიოდით, ყოველთვის კარგად იქცეოდა, არასდროს ალკოჰოლთან შეხება არ ჰქონია.

იკარდი? „იუვეში“ მას ძალიან კარგად ვხედავ. შესანიშნავი თავდამსხმელია. „იუვესთან“ მაურო ყოველთვის კარგად თამაშობდა, მახსოვს, როდესაც „სამპდორიაში“ ვთამაშობდი, ტურინში მისი დუბლით 2:1 მოვიგეთ (2013 წელს – რედ).

პიანიჩი? ვფიქრობ, რომ ჟორჟინიოს შეუძლია მისი ჩანაცვლება მახასიათებლებით, მაგრამ თუ მე უნდა ავირჩიო, არტურს ავირჩევ, რადგან ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს“, – თქვა ესტიგარიბიამ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ესტიგარიბია „იუვენტუსში“ 2011-2012 წლებში თამაშობდა და 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …