მადრიდის „რეალის“კაპიტანი“ სერხიო რამოსი „იუვენტუსს“ დაუკავშირეს. El Chiringuito-ს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი კლუბს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ვერ უთანახმდება, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს იწურება.
შესაბამისად, არის შანსი, რომ „რეალი“ თავისუფუალი აგენტის სტატუსით დატოვოს. წყარო იტყობინება, რომ „იუვე“ რამოსის უფასოდ გადაბირებით დაინტერესებულია და ფეხბურთელსაც აქვს სურვილი, რომ ისევ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშოს.
სერხიო რამოსის ხელფასი „რეალში“ ამჟამად 11.7 მილიონი ევროა, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც „იუვენტუსში“ ახლა მატიას დე ლიხტი იღებს. რამოსისთვის ბრძოლაში „იუვეს“ მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება.