ესპანური გამოცემა OKDiario იტყობინება, რომ ზაფხულში „იუვენტუსისა“ და რონალდუს გზები შესაძლოა გაიყაროს. აღნიშნული გამოცემის დიერქტორმა ედუარდო ინდამ დეტალურად ისაუბრა ტურინელთა გეგმების შესახებ.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას თუ ვერ მოიგებს, შესაძლოა რონალდუმ დატოვოს, რადგან ტურინელები პოგბას დაბრუნებას და მბაპეს ყიდვას აპირებენ და ფინანსური საკითხების გამო კრიშტიანუსთან შელევან მოუწევთ“, – თქვა ესპანელმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.