მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “კლუივერტის სიტყვები? ეს მისი აზრია და სიმართლე არაა”

დე ლიხტი: “კლუივერტის სიტყვები? ეს მისი აზრია და სიმართლე არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლას არ ნანობს და პატრიკ კლუივერტმა საჯაროდ მხოლოდ მისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ფეხბურთელი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, როდესაც ამდენი ფულია მის სანაცვლოდ გადახდილი. „ნაპოლისთან“ სადებიუტო თამაშის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ რეალურად ყოველი თამაშის შემდეგ ნაბიჯს წინ ვდგამდი. მე ვაფასებ ჩემი თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას, ამიტომ, ბედნიერი ვარ.

როდესაც ამ კლუბში „აიაქსიდან“ გადადიხარ, ფიქრობ: „ოჰ, რონალდუ, ბუფონი, ბონუჩი, კიელინი… მაგრამ თუ ორი თვის განმავლობაში მათთან ერთად თამაშობ, ყველაფერი ქრება და შემდეგ ისინი უბრალოდ თანაგუნდელები და ძვირფასი მეგობრები არიან.

კლუივერტმა თქვა, რომ ვნანობ „იუვენტუსში“ გადასვლას? რა თქმა უნდა, არა. ეს მეც მოვისმინე, ხალხი ბევრს წერდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მისი აზრია“, – განაცხადა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …