ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „კიევო“ 3:0 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მიითვალა. „იუვეს“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა ემრე ჯანმა, რომელმაც 45-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელის გოლის დროს „იუვენტუსმა“ ზედიზედ 28 პასი გააკეთა და ჩინებული შეტევა გოლით დაგვირგვინდა.
„სამი გოლი გავიტანეთ, კმაყოფილები ვართ, მაგრამ შანსები გვქონდა და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ეს იყო კარგი თამაში. ბურთთან ხშირი შეხებით თამაში მომწონს და ამას ჩვენგან მწვრთნელი ითხოვს კიდეც. ჩვენ გვაქვს ეს თვისებები, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია გაზრდა“, – განაცხადა ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.