მთავარი / სიახლეები / ალეგრი კმაყოფილია

ალეგრი კმაყოფილია

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კიევოსთან“ (3:0) გამარჯვება შეაფასა. იტალიელი სპეციალისტი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა და ეს არ დაუმალავს.

„კარგი მატჩი იყო და ადვილი არა. ვინაიდან, ბოლონიური მატჩისა და იტალიის სუპერთასის შემდეგ იყო რისკი, რომ ნაკლებად კონცენტრირებულნი ყოფილიყვნენ. მაგრამ, დღეს ბიჭები საქმეს პასუხისხმგებლობით მოეკიდნენ და მხოლოდ ერთხელ შეიქმნა ხიფათი ჩვენს კართან. დღეს, “იუვენტუსი” მოწიფული გახლდათ. ახლა, ჩემპიონატის მოსაგებად ერთით ნაკლები თამაშის მოგება დაგვიჭრდება.

ემრე ჯანმა კარგი თამაში ჩაატრაა, შესანიშნავი ტექნიკური არსენალი გააჩნია და შეტევაში უფრო ხშირად უნდა ჩაერთოს. დიბალა? ისე ითამაშა დღეს, როგორც გვინდოდა, მომეწონა. გოლი რომ ვერ გაიტანა იმედგაცრუებულია, მართლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს საოცარი ფეხბურთელი გახდება. ალექს სანდრომ წელს წარმოუდგენელი მატჩები ჩაატარა. მეორე მხარეს გვყავს დე შილიო და კანსელუ, რომელთაც განსხვავებული თვისებები გააჩნიათ. პირველი უფრო დისციპლინირებულია, მეორე უფრო იდეებით სავსე, ოღონდ დაცვაში თამაშის მხრივ მოსამატებელი აქვს. რატომ არ ითამაშა უფრო მეტი დრო კინმა? – რადგან რონალდუს გოლის გატანა სურდა, ასევე დიბალას და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მათ შეუცვლელად ითამაშეს. კინი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც გაზრდა სჭირდება. საოცრად ნიჭიერია და იცის გოლის გატანა, მაგრამ უნდა ისწავლოს ჩვენთან ერთად და გააგრძელოს პროგრესი“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველ ადგილზეა და „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს. ტურინელები მოდევნო შეხვედრა სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …