ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „კიევოსთან“ (3:0) გამარჯვების შემეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მცველმა აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.
„შესანიშნავი თამაში იყო, ბედნიერი ვარ, რადგან დავამტკიცე, რომ მზად ვარ. გოლი კი მშვენიერი საღამოს გვირგვინი გახლდათ. როდესაც, კარგად მუშაობ, სწორად აზროვნებ, საბოლოოდ ჯილდოსაც მიღებ. ცოტას ვთამაშობ, მაგრამ მშვიდად და დარწმუნებული ვარ. ჩემს მომენტს ველოდები და როდესაც შემიძლია, გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას ვცდილობ“, – განაცხადა რუგანიმ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დანიელემ თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო „იუვენტუსის“ მაისურით 5 გოლი დაუგროვდა.