მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “იუვეში” კარგად ვარ, მაგრამ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის”

ემრე ჯანი: “იუვეში” კარგად ვარ, მაგრამ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინული გარემო ძალიან მოსწონს.

„მომავალი? „იუვეში“ კარგად ვარ, ვგრძნობ, რომ შესანიშნავ ადგილზე ვარ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა 15-20 წელი გრძელდება და ამ პერიოდში მაქსიმუმის გაღებაა საჭირო. ფეხბურთში ზეწოლა უზარმაზარია.

ტურინი ძალიან მომწონს ისტორიული ნაგებობებით, მაგრამ ყველაზე მეტად შთაბეჭდილება ჩემზე გარემომ მოახდინა. ვიცოდი, რომ ლამაზი ქალაქი იყო, მაგრამ ამდენს არ ველოდი.

მამაჩემი ჩემს ბავშვობაში მშენებლობაზე მუშაობდა და ვიცი შრომის ფასი. ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელობა რა გზა გავაირე კარიერაში, მაგრამ სადაც მითამაშია, საკუთარი ადგილი ყველგან ვიპოვე“, – თქვა ემრე ჯანმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *