ტურინის „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შესაძლოა ბარტერი შედგეს. Tuttosport-ის ცნობით, რომაული გუნდი მატია პერინის სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული და „იუვესთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
„იუვენტუსს“ კი უკვე დიდი ხანია „რომას“ ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირება უნდა. ბუნებრივია, თუ მხარეები შეთანხმდნენ, „იუვეს“ „რომასთვის“ ფულის დამატებაც მოუწევს, რადგან ძანილო გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე პერინი.
შეგახსენებთ, რომ მატია პერინი „იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, ხოლო ძანიოლოსადმი ინტერესს ფაბიო პარატიჩი დიდი ხანია იჩენს.