მთავარი / სიახლეები / ბარძალის “იუვეს” სამწვრთნელო შტაბში იწვევენ

ბარძალის “იუვეს” სამწვრთნელო შტაბში იწვევენ

ტურინის „იუვენტუსი“ ანდრეა ბარძალის გუნდი დარჩენას სთავაზობს – ოღონდ სამწვრთნელო შტაბში. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, „ბებერი სინიორა“ მზადაა ანდრეა ახალი მთავარი მწვრთნელის, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, შტაბში დაასაქმოს.

ჯერჯერობით ბარძალის პასუხი უცნობია. ცნობილია, რომ ვეტერანი იტალიელი სამწვრთნელო კურსების გავლას ივლისიდან კოვერჩანოში აპირებს.

ბარძალის წინაშე ახლა საკითხი ასე დგას – ან დაუყოვნებლივ მიიღებს წინადადებას და „იუვენტუსში“ დარჩება, ან დროის გასვლას და გამოცდილების შეძენის შემდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და „იუვე“ 8.5-წლის შემდეგ დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …