ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის შესახებ ახალი ცნობები გავრცელდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ბაქოში ანდრეა ანიელისა და მაურიციო სარის შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.
რის შედეგადაც, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა მიიღეს ცნობა, რომ მომდევნო სეზონში „ბებერი სინიორას“ მთავარი მწვრთნელი სწორედ სარი იქნება.
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს უახლოეს ხანებში მოხდება.
როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიურპრიზები ნაკლებადაა მოსალოდნელი და სარის დანიშვნას წინ არაფერი უდგას.