მთავარი / სიახლეები / დუგლასმა ყველა წინადადება დაბლოკა – რა სიტუაციაა კიეზას “იუვეში” ტრანსფერზე?

დუგლასმა ყველა წინადადება დაბლოკა – რა სიტუაციაა კიეზას “იუვეში” ტრანსფერზე?

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზას დამატება ძალიან სურს, მაგრამ ეს ტრანსფერი დუგლას კოშტას საკითხზე პირდაპირაა დამოკიდებული. „იუვემ“ ბიუჯეტის გამოთავისუფლება ბრაზილიელის გაშვებით უნდა მოახერხოს, მაგრამ დუგლასმა ყველა შეთავაზება დაბლოკა და ტურინში დარჩენა სურს.

ერთადერთი ვარიანტი „ბარსელონაა“, სადაც გადასვლაზე კოშტა თანახმაა, მაგრამ ესპანელებს „იუვენტუსზე“ გაცილებით უარესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ და ამიტომ, ფეხბურთელის ყიდვას ან იჯარით დამატებას ვერ ახერხებენ. შედეგად, წარმოიშვა უსმან დემბელესთა გაცვლის საკითხი, რომელიც კოშტას დარ სიტუაციაშია – ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი, რომელიც „ბარსას“ არ სჭირდება.

თუმცა, „იუვენტუსს“ ეს სცენარი არ ხიბლავს, რადგან დუგლასის შემცვლელად მხოლოდ კიეზა სურს და თუ მას დემბელეში გაცვლის, ფედერიკოს ადგილი ტურინში მაინც არ გამოჩნდება. ამიტომაც, ტურინში ერთადერთი მიზანი აქვთ – კოშტას სხვა გუნდში გაყიდვა.

იტალიურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ტურინელები „ფიორენტინას“ ტრანსფერზე შეუთანხდნენ, კიეზა იჯარით უნდა გადავიდეს „იუვეში“ და მისი გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თუმცაღა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დუგლას კოშტას გაყიდვა მოხერხდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …