ჟენევაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და “იუვენტუსის” მეტოქეები ცნობილია. ანდრეა პირლოს გუნდი G ჯგუფში ითამაშებს და საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ეყოლება:
“იუვენტუსი”
“ბარსელონა” (ესპანეთი)
“დინამო” (უკრაინა)
“ფერენცვაროში” (უნგრეთი)
ჯგუფური ეტაპი 20 ოქტომბერს დაიწყება. კალენდარი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი და რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ.