მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “პაუზის შემდეგ ასეთი თამაში მნიშვნელოვანი იყო”

დუგლას კოშტა: “პაუზის შემდეგ ასეთი თამაში მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ „იუვემ“ დამაჯერებლად მოიგო და კარგი თამაში ჩაატარა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად ვითამაშეთ და პაუზის შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ადვილი თამაში არ იყო, მინდვრის საფარი არ გახლდათ იდეალურ კონდიციებში, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ახლა „მილანთან“ მატჩისთვის მოვემზადებით, რადგან დიდი მნიშვნელობის შეხვედრაა. შანსი გვაქვს სეზონში პირველი ტიტული მოვიგოთ. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ“, – განაცხადა დუგლას კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ დამარცხებით იტალიის თასის მეოთხედფინალში მოახერხა გასვლა. 16 იანვარს კი, იტალიის სუპერთასისთვის „მილანს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …