ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წლის სადებიუტო მატჩში „ბოლონია“ ფედერიკო ბერნარდესკისა და მოიზე კინის გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი შ.გ – სუპერთასამდე გასახურებელი მატჩი. შესაძლოა ვარჯიშზე უფრო დატვრთული ყოფილიყო. „ბოლონიას“ კარის ჩარჩოში არ დაურტყამს.
დე შილიო 5 – 2018 წელი დიდებულად დაასრულა, მაგრამ 2019 წელი ბევრი შეცდომით დაიწყო.
ბონუჩი 6 – დაცვაში პუნქტუალურად ითამაშა და შეტევაშიც საშიში იყო.
კიელინი 6.5 – მას არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბენატიას გახურების დროს კუნთის პრობლემა შეექმნა, რუგანიც ბოლო ვარჯიშზე მცირედით დაშავდა და ამიტომ მოედანზე იყო. კაპიტანი ყოველთვის მზადაა.
სპინაცოლა 6.5 – „ბოლონიას“ მის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ის დიდ ფეხბურთეს სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ კარგად დაუბრუნდა.
ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეული იყო.
ემრე ჯანი 6 – მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი, ველოდებით ნამდვილად ემრე ჯანს.
პიანიჩი 6 – პაუზის შემდეგ ნორმალური თამაში ჰქონდა.
ხედირა 6 – მნიშვნელოვანი გამოცდა გერმანელისთვის, მისთვის სეზონი პრაქტიკულად ახლა იწყება.
დუგლას კოშტა 6.5 – რამდენიმე ნომერი, მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა. მას ნდობა სჭირდება, რომ დაიბრუნოს ჩვეული ფორმა.
დიბალა შ.გ – არგენტინელი შეფასების გარეშე დარჩა, რადგან მხოლოდ 82-ე წუთიდან ითამაშა.
კინი 7 – ყველა ბურთზე იბრძოდა. ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ შანსი მიეცა და დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. გოლის დროს ნამდვილი ფორვარდივით გაისარჯა, თუმცა პირველივე ტაიმში დაამტკიცა, რომ მისი ძირითადში დაყენება სწორი სვლა იყო.
რონალდუ 6 – ეს მისთვის იყო ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე ვარჯიში.
ბერნარდესკი 7 – გადამწყვეტი გოლი, მნიშვნელოვანი. მოედნის ყველა წერტილში თამაშობდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.