მეჰდი ბენატია ტრავმირებულია. მაროკოელი მცველი „ბოლონიასთან“ ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მისი ადგილი ჯორჯო კიელინიმ დაიკავა.
ამის მიზეზი ისაა, რომ ბენატია მატჩისწინა გასახურებელ ვარჯიშზე დაშავდა – კუნთის დაზიანება მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია 31 წლის ფეხბურთელის ტრავმა, მაგრამ ცნობილია, რომ 16 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.