ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი 2019 წლის პირველი მატჩით კმაყოფილია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბოლონიასთან“ (2:0) მისმა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა.
„კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოედანზე გავაკეთეთ და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებით. 1:0-ის შემდეგ რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, მეორე ტაიმში თავიდანვე კარგად დავიწყეთ. ეს იყო პაუზის შემდეგ პირველი მატჩი და კარგი ხარისხი ვაჩვენეთ.
კინი? – მოიზე ახალგაზრდაა, გაზრდა სჭირდება, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარა, ისევე, როგორც სპინაცოლამ, რომელიც დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. ბერნარდესკი? დავინახე, რომ კარგ მენტალურ და ფიზიკუ ფორმაშია, აგრეთვე, დუგლას კოშტას თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ისინი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ვინაიდან მანჯუკიჩი ვერ გვეხმარება.
სუპერთასი? – რთული მატჩი იქნება, თუმცა, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ სუპერთასის შეხვედრისთვის“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ დამარცხებით იტალიის თასის მეოთხედფინალში მოახერხა გასვლა. 16 იანვარს კი, იტალიის სუპერთასისთვის „მილანს“ დაუპირისპირდება.