ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბედნიერი გუნდის გამარჯვებით.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩში ბერნარდესკიმ გოლი გაიტანა, ხოლო „იუვე“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა.
„ბედნიერ ვარ, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტად შემდეგი ეტაპის საგზურით. ეს არ ყოფილა ადვილი შეხვედრა, პაუზის შემდეგ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ. ახლა „მილანი“ გველოდება, ეს იქნება შესანიშნავი მატჩი. გვინდა, რომ სუპერთასი მოვიგოთ“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსი“ „მილანს“ 16 იანვარს დაუპირისპირდება.