მთავარი / სიახლეები / “იუვემ” 2019 წელი გამარჯვებით დაიწყო

“იუვემ” 2019 წელი გამარჯვებით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი გამარჯვებით დაიწყო. წლის პირველი მატჩი „იუვემ“ ბოლონიაში, იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით ჩაატარა. მასიმილიანო ალეგრიმ „რენატო დალ’არას“ სტადიონზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა.

აღსანიშნავი იყო კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას თადარიგში ყოფნა, ხოლო მოიზე კინმა პირველივე წუთიდან ითამაშა. დებიუტი ჰქონდა „იუვენტუსის“ რიგებში ლეონარდო სპინაცოლას, რომელმაც სხვათა შორის კარგი მატჩი ჩაატარა.

მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, „იუვე“ მეტოქე ერთი თავით აღემატებოდა და ძალიან ადვილად, შეიძლება ითქვას, ვარჯიშით მოიგო. ანგარიში მალევე, მე-9 წუთზე, ბოლონიელთა კარის დარაჯის, და კოსტას შეცდომის შედეგად ფედერიკო ბერნარდესკიმ გახსნა და ტურინელი დააწინაურა. მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში მოის კინმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსში“ კინს ოფიციალურ მატჩებში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე „ბოლონიასთან“ გასვლით მატჩში (პირველი 2017 წელს).

საბოლოოდ, „იუვემ“ 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ატალანტასა“ და „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. იქამდე კი, 16 იანვარს, „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასისთვის „მილანს“ დაუპირისპირდება.

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

ბოლონია, „რენატო დალ არა“

„ბოლონია“ (3-5-2): დაკოსტა; კალაბრეზი, დანილო, ჰელანდერი; მატიელო (ორსოლინი 69), სორიანი, პულგარი, სვანბერგი (დონსა 63), დიკსი; დესტრო (პალასიო 77), სანსონე

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (ალექს სანდრო 80); ხედირა, პიანიჩი, ემრე ჯანი; ბერნარდესკი, კინი (რონალდუ 62), დუგლას კოშტა (დიბალა 77)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (9), 0:2 კინი (49)

გაფრთხილება: სორიანო (82) – ბერნარდესკი (30), დე შილიო (49), ემრე ჯანი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (0) – 10 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …