მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელიც ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაშია, ანდრეა ანიელისა და ანტონიო კონტეს დაპირისპირებაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ასეთი რამ ყოველთვის კარგი საყურებელია.
„ლამაზი ამბავია. არ მომწონს ასეთი ამბების შიგნით ყოფნა, მაგრამ გარედან ლამაზი სანახავია. „მილანი“? არაფერი ვიცი, არავინ დამკავშირებია. „მილანში“ ბენასერი ძალიან მომწონს, ძლიერი ფეხბურთელია“, – თქვა დუგლას კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მიუნხენის „ბაიერნში“ იჯარით თამაშობს.