იტალიის სერია A-ში „იუვენტუსი“ არასტაბილურობას აგრძელებს. ანდრეა პირლოს გუნდს იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში ამ სეზონში მოგებული არ აქვს და ტრადიცია ვერ დაარღვია.
„იუვე“ ნეაპოლში „ნაპოლისთან“ დამარცხდა და ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულია. თამაშიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მეორე ტაიმში ანდრეა პირლოს გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.
მატჩის ერთადერთი გოლი კი 31-ე წუთზე გავიდა. ჯორჯო კიელინიმ პენალტი აიკიდა, რომელიც ლორენცო ინსინიემ ზუსტად დაარტყა და როგორც აღმოჩნდა, ეს გამარჯვების გოლი იყო.
მეორე ნახევარში „იუვეს“ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა. ზოგჯერ ალექს მერეტი თამაშობდა კარგად, ზოგჯერაც ტურინელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. ამიტომაც, ნეაპოლში „იუვე“ 0:1 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ისევ 42 ქულა დარჩა. „მილანს“ და „ინტერს“ კი შანსი მისცა, რომ სხვაობა გაზარდონ. რაც მთავარია, „ბებერი ქალბატონის“ უკან კონკურენტები არიან, რომლებსაც შანსი აქვთ მესამე ადგილისთვის შეეცილონ და „ნაპოლიმ“ უკვე შეძლო 3 ქულით სხვაობის შემცირება.
„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „პორტუსთან“ 17 თებერვალს გამართავს.
„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0)
ნეაპოლი, „სტადიო დიეგო მარადონა“
„ნაპოლი“ (4-2-3-1): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, მაკსიმოვიჩი, მარიო რუი; ბაკაიოკო, ზიელინსკი (ელმასი 65); პოლიტანო (ფაბიან რუისი 65), ინსინიე (ლობოტკა 88), ლოსანო; ოსიმენი (პეტანია 75)
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 46), დე ლიხტი, კიელინი, დანილო; ბერნარდესკი (მაკკენი 63), ბენტანკური (კულუშევსკი 72), რაბიო, კიეზა; მორატა, რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლი: 1:0 ინსინიე (31, პენ)
გაფრთხილება: დი ლორენცო (23), ბაკაიოკო (56) – კიელინი (30), კუადრადო (45), რაბიო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 22 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 1:6
მსაჯი: დანიელე დოვერი