ფრანგული „ლიონის“ სპორტული დირექტორი ჟუნინიო მიიჩნევს, რომ მის გუნდს „იუვენტუსთან“ ორი იდეალური თამაშის ჩატარება სჭირდება.
„ორი სრულყოფილი თამაშის ჩატარება დაგვჭირდება, კომპაქტური და კონცენტრირებული გუნდი უნდა ვიყოთ ამ შეხვედრებში. გარდა ამისა, რეალისტებიც უნდა ვიყოთ, ჩვენ ორი სერიოზული ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგალითად დეპაი. ამიტომ, გამოსავლის მოსაძიებლად უნდა ვიმუშაოთ.
„იუვე“ შრომისმოყვარეობის და ხარისხის ნაზავია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ძლიერ გუნდზე, კრიშტიანუ რონალდუ კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
იტალიელთა დაცვა მყარია, შეტევა სასიკვდილო, ხოლო ნახევარდაცვა კრეატიული. „ბიანკონერი“ ფავორიტია, არ მინდა ვთქვა, რომ უკვე წავაგეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის დიდი მატჩების გამართვა დაგვჭირდება, ჩვენს მეკარეს კი ყველაფრის გაკეთება დასჭირდება“, – თქვა ჟუნინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „იუვენტუსს“ 26 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი იტალიაში 17 მარტს გაიმართება.