ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დაწყვილების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშებს. ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში, ჩვენ სასწაულის გაკეთება მოგვიწევს, მაგრამ ვეცდებით ჩვენი შანსისთვის ვითამაშოთ.
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. „იუვენტუსს“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს, მაგრამ არამარტო ეს. ბედნიერები ვართ, რომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ვითამაშებთ.
პიანიჩი? მირალემი შესანიშნავი თვისებების მქონე ფეხბურთელია. ტექნიკურად ძალიან ძლიერია და „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. სარის რაც შეეხება, შესანიშნავი მწვრთნელია, დიდი გამოცდილებით“, – თქვა რუდი გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „იუვენტუსს“ 26 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი იტალიაში 17 მარტს გაიმართება.