მთავარი / სიახლეები / ჟორჟინიოს აგენტმა მისი კლიენტის “იუვეში” შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

ჟორჟინიოს აგენტმა მისი კლიენტის “იუვეში” შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ჟორჟინიოს აგენტმა ჟოაო სანტოსმა „იუვენტუსში“ მისი კლიენტის გადასვლის შანსი შეაფასა და თქვა, რომ ეს თითქმის შეუძლებელია.

„ამ მუდმივიდ ჭორების შესახებ მხოლოდ გაზეთებიდან ვიგებ, რადგან „იუვენტუსიდან“ არავინ დამკავშირებია. სარი მასძალიან აფასებს, როგორც პიროვნებას და ფეხბურთელს, ერთად ძალიან კარგად მუშაობდნენ, მაგრამ მეტი არაფერია. ჟორჟინიო მხოლოდ „ჩელსიზე“ ფიქრობს და სეზონის განახლებისთვის ემზადება.  გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს „ბიანკონერის“ მისი შეძენა ძალიან გაუჭირდება და ნაკლებ სავარაუდოა. ეს არამარტო „იუვეს“ არამედ ყველა ევროპულ კლუბს ეხება, რადგან მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული“, – თქვა ჟოაო სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ჟორჟინიოს „იუვეს“ ხშირად უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …