პაულო დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენა და გუნდის სიმბოლოდ გახდომა სურს, როგორც მისი მეგობარი ალესანდრო დელ პიერო. Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა „პარი სენ ჟერმენის“ არაოფიციალური წინადადება უარით გაისტუმრა და ტურინში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა.
დიბალს განზრახვა ძალიან მტკიცეა, რაც გასულ ზაფხულსაც დაამტკიცა და ახლა კლუბსაც გადაწყვეტილი აქვს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ეს მხოლოდ კორონავირუსის პანდემიამ შეაფარხა და იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პაულო სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და 216 მატჩში 91 გოლი აქვს გატანილი.