ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ანდრეა ანიელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისგან თავს მოტყუებულად გრძნობს.
„ადამიანისგან იმედგაცრუება დიდია. მე ეს საკითხი უეფას პრეზიდენტთან მონტროში განვიხილე. ვუთხარი, რომ ანიელის კვირას ვურეკავდი და არ მიპასუხა. მასთანძალიან ახლოს ვიყავი, სრულად ვენდობოდი, მინდოდა ეს ამბავი მისგან გამეგო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას არ ვიცნობდით. ვგრძნობ, რომ მომატყუეს“, – თქვა ოლამ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი სუპერლიგის შექმნის გამო საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.
არც ისაა გამორიცხული, რომ ჯონ ელკანმა მას პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინოს, რადგან სხვა შემთხვევაში უეფასთან სიტუაციის დალაგება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება.