ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში ალექს სანდროს დუბლითა და მატიას დე ლიხტის გოლით „პარმა“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6 – ალბათ ცოცხალი კედელი სრულყოფილად აღმართული არ იყო. მაგრამ ყველაზე მეტად რონალდუმ დააღალატა.
დანილო 6 – ბევრი არასწორი მოქმედება ჰქონდა, დაბნეულიც იყო, მაგრამ ყოველთვის ახერხებს სწორი სულისკვეთებით თამაშს.
ბონუჩი 6 – კორონავირუსის შემდეგ დაბრუნდა და ჭკვიანურად ითამაშა.
დე ლიხტი 7 – ალექს სანდროს პირველ გოლში გადამწყვეტი იყო, შემდეგ პელეს კონტრშეტევა ჩაშალა და ბოლოს სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ასე უკეთესია.
ალექს სანდრო 8 – ორი უმნიშვნელოვანესი გოლი, ჯერ გაათანაბრა და მერე დუბლი შეასრულა.
კუადრადო 7 – თავიდან ცოტა შებოჭილი იყო, მაგრამ შემდეგ გაიხსნა. სწორედ მან გააკეთა საგოლე პასი მეორე გოლის დროს და ბოლოს, კუთხურის შემდეგ მეორე საგოლე გადაცემაც გააკეთა.
კულუშევსკი 6 – მას მოედანზე ბევრი არაფერი გაუკეთებია, თამაში უკვე დახურული იყო.
არტური 5.5 – მან სუსტად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ 2:1-ზე გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ბერნარდესკი შ.გ – კორონავირუსის შემდეგ მან პირველად ითამაშა.
ბენტანკური 6 – შედარებით უკეთ ითამაშა, მაგრამ არა საუკეთესოდ.
რაბიო 6 – ბურთს კარგად აკონტროლებდა იმ დროში, რაც ითამაშა.
მაკკენი 5.5 – ნაკლებად ბრწყინავდა, ბევრს მუშაობდა.
რემზი 6 – ცდილობდა „პარმას“ დატოვებული სივრცეებით ესარგებლა.
დიბალა 6.5 – პირველ ტაიმში გოლთან ახლოს იყო, მეორე ნახევარში უფრო მოუმატა. მისი თამაში კვლავ პოზიტიურია.
მორატა შ.გ – ესპანელმა ფორვარდმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
რონალდუ 5 – თავიდანვე აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა, შემდეგ ცოცხალ კედელში საშინლად ითამაშა, როდესაც დარტყმის შიშით თავზე ხელები აიფარა.