მიუნხენის „ბაიერნის“ საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. გერმანელის განცხადებით, მასთან დარეკვას არ აპირებს, რადგან ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. მან ანიელისა და ალექსანდერ ჩეფერინის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი.
„არ ვიცი თუ არის შესაძლებელი ანიელისა და ჩეფერინს შორის მშვიდობის დასადგურება. ჩეფერინი ძალიან იმედგაცრუებულია. თუმცა, როგორც ვთქვი, სუპერლიგა 12 გუნდისგან შედგებოდა და არა ანიელისგან.
მე თუ ვცადე მასთან საუბარი? არა, ეს ჩემი არჩევანი იყო. ახლა არ არის მასთან დარეკვის დრო. არ არის აუცილებელი ეს სწრაფად მოხდეს. დროთა განმავლობაში ანდრეასგან გავიგებ მიზეზებს, რის გამოც ასე მოიქცა და დიალოგით ყველაფერს თავს დავაღწევთ. არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი სუპერლიგის შექმნის გამო საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.
ამ ეტაპზეისე ჩანს, რომ ანდრეა ანიელის პრეზდენტობის პერიოდში „იუვენტუსისთვის“ უეფასთან სიტუაციის დალაგება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება.