იტალიური ფეხბურთისა და „იუვენტუსის“ ლეგენდა დინო ძოფი მიიჩნევს, რომ „იუვეს“ ნაკლი არ აქვს და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ამის შესახებ 78 წლის ლეგენდამ იტალიურ მედიასთან განაცხადა.
„იუვენტუსს“ ყველანაირი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და წინა წლებშიც ჰქონდა. კონკურენცია უფრო ვიწროა, ესპანურ გუნდებს უჭირთ. ვფიქრობ, „იუვეს“ შორს წასვლა შეუძლია, მაგრამ გამარჯვება არც ისე მარტივია. გუშინდელი მოგება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ასეთი შემადგენლობით შეუძლებელია წინსვლაზე არ იფიქრო, გუნდს ბრძოლა შეუძლია და აქვს გამარჯვების ძალა, როგორც ჩემპიონატში, ისე ევროპაში. ძლიერი მხარე კრიშტიანუ რონალდუა, დანარჩენები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.
„იუვეს“ არანაირი ნაკლი არ აქვს, ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ სისუსტეს. ვფიქრობ, პირლოც არის ადამიანი, რომელმაც იცის თავისი საქმის კეთება. ის არ არის გამოცდილი, მაგრამ კლუბი მხარს უჭერს და გუნდთან ერთად, რომელიც მის განკარგულებაშია, შეუძლია საქმე კარგად გააკეთოს“, – თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.