ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში პირველი მატჩი ჩაატარა და შინ „ლიონთან“ 2:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ თამაში „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართა.
„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი 3 წლის წინ ჩამოყალბდა და პირველ ნაბიჯებს დგამს ასეთ დონეზე, ხოლო „ლიონი“ გრადია, ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.
მიუხედავად ამისა, რიტა გუარინოს გუნდმა იბრძოლა და ახლოს იყო არ წაეგო. ტურინელები ორჯერ იგებდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც (2:1), მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს. მათ შორის, მესამე ბურთი 88-ე წუთზე.
აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ 2019 წლის მარტის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ თამაშში 2 გოლი. საპასუხო შეხვედრა საფრანგეთში ერთ კვირაში გაიმართება.
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ 2:3 (2:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): ჯულიანი; ჰირინენი, გამა, სემბრანდტი, ბოატინი; ჩერნოია, კარუზო, გალი, ბონანსეა (მარია 74); ჯირელი (სტანკოვა 65), ჰურტიგი (როსუჩი 84)
მწვრთნელი: რიტა გუარინო
გოლები: 1:0 ჰურტიგი (16), 1:1 რენარი (30), 2:1 ბუშანანი (38, ა.გ), 2:2 მალარი (68), 2:3 კუმაგაი (88)