მთავარი / სიახლეები / დიბალას “იუვედან” წასვლა არ უნდა, “მანჩესტერს” კი 14 მილიონი ევრო მოსთხოვა

დიბალას “იუვედან” წასვლა არ უნდა, “მანჩესტერს” კი 14 მილიონი ევრო მოსთხოვა

პაულო დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენა უნდა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს. The Sun-ის ცნობით, არგენტინელი ინგლისელებს უარს ეტყვის, რაც ტრანსფერის ჩაშლას გამოიწვევს.

როგორც ხსენებული წყარო წერს, სამხრეთ ამერიკელმა „იუნაიტედს“ თავისი პირობები წაუყენა: 14 მილიონი ევრო წელიწადში ხელფასის სახით. პაულოს უნდა, რომ „იუვეში“ დარჩეს და თუ სხვა გამოსავალი არ ექნება, მაშინ სურს, რომ ინგლისში ორჯერ მეტი ხელფასი მიიღოს, ვიდრე ახლა „იუვენტუსში“ აქვს.

ყველაფერი უახლოეს ხანებში გაირკვევა. ხვალ დიბალა ჯერ მაურიციო სარის, მერე კი, ფაბიო პარატიჩის შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *