ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ პოლ პოგბასთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა. Otro-სთან ინტერვიუში არგენტინელმა აღნიშნა, რომ ფრანგთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
„მე და პოლს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და როდესაც აქ თამაშობდა, ყოველთვის ვეძებდით გზას გოლების აღსანიშნავად. ბევრი გოლი გავიტანეთ და შესაბამისად, აღნიშვნის სტილი ხშირად იცვლებოდა. იმედია, ერთ დღეს ისევ ერთად ვიზეიმებთ გატანილ გოლებს“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პიგბას „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე უკვე კარგა ხანია აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.