პაულო დიბალამ ინსტაგრამში ვიდეო გამოაქვეყნა სეზონის განახლებასთან დაკავშირებით და „იუვენტუსის“ ქომაგებს მიმართა.
„ჩემო ქალბატონო, ველოდებოდით ქარიშხლის დასრულებას. ჩვენ თითქმის იქ ვართ და შეგიძლიათ დაგვინახოთ მოქმედებაში, აღიქვათ ჩვენი სიყვარული, ყველაფერს გავაკეთებთ შენთვის. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომყველა გამარჯვება თქვენ მოგიძღვნათ. როდესაც ლოდინი დასრულდება, ყველანი მზად ვიქნებით“, – ამბობს გამოქვეყნებულ ვიდეოში დიბალა.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 12 ივნისს, „მილანს“ იტალიის თასის ფინალში უმასპინძლებს.