„მილანის“ ყოფილმა მენეჯრემა მასიმილიანო მირაბელიმ ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერი გაიხსენა და თქვა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, ისიც განაცხადა, რომ კლაუდიო მარკიზიოს დამატებასაც აპირებდნენ:
„ბონუჩის ტრანსფერი „მილანში“? ეს იყო სწრაფი სიტუაცია, რომელიც ნაკარნახევი იყო იმით, რომ ლეოს პრობლემები ჰქონდა ალეგრისთან. ჩვენი გადმოსახედიდან მზად ვიყავით შესანიშნავი მოთამაშის შესაძენად. შემდეგ ძალიან მალე დაბრუნდა „იუვეში“ და ვიქრობ, რომ სწორად მოიქცა, რადგან მისი სახლი იქაა, ყოველთვის მისი გუნდი იყო. ჩვენ კი მასთან მუშაობით ერთი წლით ვისიამოვნეთ, დიდი ჩემპიონია.
2017 წელს მარკიზიოს ყიდვის იდეაც გვქონდა, მაგრამ შემდეგ ეს არ განხორციელდა. თუმცა, სიმართლე არაა ის, როგორც თავად თქვა, თითქოს, მან „მილანზე“ უარი თქვა“, – აღნიშნა მირაბელიმ.