მთავარი / სიახლეები / დი ლივიოს ინტერვიუ “იუვეზე”, ჩემპიონთა ლიგაზე, პირლოზე, დიბალაზე…

დი ლივიოს ინტერვიუ “იუვეზე”, ჩემპიონთა ლიგაზე, პირლოზე, დიბალაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ Il Bianconero-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ცხადია მხოლოდ „იუვეს“ დაეთმო. დი ლივიომ კლუბში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად ისაუბრა.

– თქვენი აზრით, რა მოხდა „ფიორენტინასთან“ მატჩში?

– ვლაჰოვიჩის გოლმა და კუადრადოს გაძევებამ განაპირობა „იუვეს“ თამაში და „ფიორენტინას“ უდიდესი სტიმული მისცა. „იუვე“ ეს თამაში ვერ მართა, რაც შესანიშნავი „ფიორენტინას“ დამსახურებაცაა.

– ბევრი პოლემიკა იყო ლა პენას მსაჯობაზე…

– ლაპარაკს აზრი არ აქვს. ზოგჯერ მსაჯი სცდება, ზოგჯერ – არა. მეჩვენება, რომ დღეს უფრო მეტი პოლემიკა არის, როდესაც არსებობს VAR-ი. გაუგებარი რა უნდა და რა არ უნდა გააკეთოს მსაჯმა. ვფიქრობ, რომ ყველა გუნდის თამაშში არის შეცდომები, „იუვეს“ არ შეუძლია ამ საკითხზე შეტევის გაკეთება, რადგან კარგ ფორმაში იყო და თამაშში უამრავი შეცდომა დაუშვა.

– „იუვენტუსი“ სეზონის დაწყებიდან არასტაბილურია. რა აკლია სტაბილურობისთის?

– თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე იხვეწებოდა, ეს წაგება საჭირო არ იყო. ახლა მან უნდა მოახდინოს გადატვირთვა, სეზონი ჯერ კიდევ გრძელია,საჭიროა სწორი მიდგომა, რომ შეცდომების გარეშე დაუბრუნდნენ სწორ გზას. სეზონის დასაწყისში ბევრი ფრე იყო, მაგრამ ახალი მწვრთნელის დროს ეს მოსალოდნელია.

– სწორი არჩევანი იყო პირლოზე ფსონის დადება?

– თუ გადაწყვეტ, რომ დებიუტანტს ენდო, მაშინ შეცდომების დაშვების უფლებაც უნდა მისცე. მე მყავდა „ფიორენტინაში“ დებიუტანტი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, ისპირველ რიგში ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ ამით ბოროტად არავინ ვსარგებლობდით. ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, როგორც ეს „იუვეა“.

– რამდენად მნიშვნელოვანია ამ დელიკატურ მომენტში ისეთი ლიდერები, როგორიცაა ბონუჩი, კიელინი, რონალდუ და ბუფონი?

– ვისაც გასახდელში ასეთი სიმბოლოები ჰყავს, ძალიან გაუმართლა, რადგან მათ იციან როგორ მართონ ეიფორია, სინანული, მწუხარება ან ბრაზი. ისინი ფუნდამენტური მოთამაშეები არიან გამოცდილებით და თუნდაც, ახალი მწვრთნელის, პირლოს დასახმარებლად.

– თქვენი აზრით, ვინ არის პასუხსიმგებელი ამ ჩავარდნაზე?

– არ ვიცი, ძნელი სათქმელია. გუნდი ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ დე ლიხტი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და კიელინის პრაქტიკულად მთელი სეზონი გაუცდა. ძნელია იმის გაგებაც თუ რატომ თამაშობს დიბალა ასე ცოტას, ჩემი აზრით, ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაშში განსხვავების შეტანა. მაგრამ ზედიზედ 9 ჩემპიონობისა და ტრანსფერების შემდეგ, რომელთაგანაც ბევრი ახალგაზრდაა, შეიძლება სეზონი რბილად დაიწყოს.

– სტეფანო ტაკონიმ თქვა, რომ ეს „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა შექმნილი.

– შესაძლოა. დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია ცოტათი შემცირდა. მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ აღარ არიან ისეთი ზემდგომები, როგორც ადრე. მართალია არიან „ბაიერნი“, პსჟ და „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ ამ ყველა გუნდის დამარცხება „იუვეს“ შეუძლია.

– თქვენ იყავით იმ „იუვეს“ შემადგენლობაში, რომელმაც 1996 წელს ბოლოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ხედავთ თქვენი პერიოდის და ამ გუნდს შორის საერთოს?

– ჩვენ ძლიერი და მყარი გუდი ვიყავით, მაგრამ იმ სეზონში სკუდეტო ვერ მოვიგეთ. ვნახოთ რა მოხდება, სეზონი კიდევ გრძელია და ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორი იქნება „იუვე“ თებერვალში, როდესაც ჩემპიონთა ლიგა განახლდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …